Wednesday, July 8, 2015

მეცხრე დღე

გავაკეთე ნასწავლი მასალის შეჯამება,რომელიც გამოგვადგება პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
  მადლობა ტრენერს.

სიყვარულის გზებით გევლოთ
განგენათლოთ ჩვენი ერი
უფლის წყალობა გქონოდეთ
მადლობას გწერთ ვანელები.

Tuesday, July 7, 2015

მერვე დღი რეფლექსია

მოსწავლეთა შეფასების სქემაზე მუშაობა ვორდში, ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევები ჩვევა ინერნეტის ძიება, ფაილის მოხმარების უნარ-ჩვევა, ელექტრონულ ცხრილებში მუშაობა. ეს დღე მეტად ნაყოფიერი იყო.  მადლობა თეონა მასწავლებელს.

Monday, July 6, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლის მეთოდები. შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტები.  ტრეინინგზე განხილული საკითხები იყო რთული, მაგრამ ტრენერმა გასაგებად აგვიხსნა თითოეული საკითხი, რისთვისაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
               მოხვედი სათნო ღიმილით
               გიშრის თვალების ციმციმით
               მუდამ გქონოდეთ მზეობა
               თქვენ, ჩვენო კარგო თეონა.

Sunday, July 5, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

ყოველი დღე საინტერესოა, ძალიან ბევრ და საინტერესო საკითხებს ვეცნობით, დღეს ანუ მერვე დღეს შევისწავლეთ დასათაურება,   ტექსტებისა და სურათების ჩასმა.ყველაზე საინტერესო დღე ხვალ გველოდება, უშუალოდ სუსტ და ძლიერ ბავშვებთან მუშაობას შევისწავლით, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს.

Saturday, July 4, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს ვისწავლეთ სურათების ატვირთვა თავისივე მისამართებით, ჩვენს თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა ინტერნეტიდან, რომელიც გამოგვადგება ბავშვების ცოდნის ასამაღლებლად.